ელექტრონული კომერციის ხელსაწყოების და მეთოდების კრებული

ელექტრონული კომერცია (e-commerce) თანამედროვე ბიზნესის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მისი საშუალებით, კომპანიებს შეუძლიათ, მისწვდნენ ფართო აუდიტორიას და მაქსიმალურად გაზარდონ გაყიდვები ონლაინ სივრცეში. ამ სახელმძღვანელოში წარმოგიდგენთ ელექტრონული კომერციის
სფეროში არსებულ უახლეს პრაქტიკულ მეთოდებსა და ხელსაწყოებს, რაც დაგეხმარებათ თქვენი ბიზნესის წარმატებით მართვაში.
ელექტრონული კომერციის წარმატებულად მართვა მოითხოვს ცოდნასა და გამოცდილებას სხვადასხვა სფეროში. ამიტომ, ეს წიგნი მოგაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციასა და რესურსს, რათა შეძლოთ თქვენი
ბიზნესის გაუმჯობესება და ონლაინ სივრცეში წარმატების მიღწევა. სახელმძღვანელოს მიზანია, მკითხველს მისცეს დეტალური ინფორმაცია და პრაქტიკული რჩევები ელექტრონული კომერციის სხვადასხვა ასპექტების შესახებ. ის განკუთვნილია როგორც დამწყები, ასევე იმ ბიზნესებისთვის, რომელთაც სურთ არსებული სისტემების
გაუმჯობესება და თავიანთ საქმიანობაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა.

ელექტრონული კომერციის წარმატებულად მართვა მოითხოვს ცოდნასა და გამოცდილებას სხვადასხვა სფეროში. ამიტომ, ეს წიგნი მოგაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციასა და რესურსს, რათა შეძლოთ თქვენი
ბიზნესის გაუმჯობესება და ონლაინ სივრცეში წარმატების მიღწევა.

სახელმძღვანელო შექმნილია გერმანული ფონდი შპარკასე საქართველოს წარმომადგენლობის ინიციატივითა და დაკვეთით. გერმანული ფონდი შპარკასე საერთაშორისო თანამშრომლობისთვის (DSIK), გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაფინანსებით, ახორციელებს პროექტს „მიკრო და მცირე მეწარმეების სოციალურ-ეკოლოგიური ტრანსფორმაცია და მდგრადი ფინანსური სერვისები“.

ავტორი: გიორგი ყანჩაველი
რედაქტორი: დეა ჯიქია
დიზაინერი: დავით მირველაშვილი

ელექტრონული კომერციის ხელსაწყოების და მეთოდების კრებული