თანამედროვე სამყაროში ყველა თანხმდება, რომ ორგანიზაცია, რომელიც
ყოველდღიურ რეჟიმში არ აუწყობს ფეხს ტექნოლოგიური განვითარების ტემპსა და ციფრულ მედია სიახლეებს, ჩამორჩება იმ მინიმალურ მოთხოვნებს, რასაც ბაზარი აწესებს მისთვის.
მარტივი შედარებისთვის, ის, რაც დღეს უპირობოდ ყველასთვის ყოველდღიური საჭიროებაა – ელ. ფოსტა, 2005 წელს უნივერსიტეტში ჩაბარებისას ახალი ხილი იყო უმრავლესობა ახალგაზრდა ადამიანისთვის და მეც სწორედ მაშინ მომიწია მისი შექმნა. იმ დროს ელექტრონული დოკუმენტების გასაზიარებლად ჯერ კიდევ აპრობირებულ მეთოდად მისი დისკის მეშვეობით ფიზიკური გადაცემა ითვლებოდა. რომ არა ციფრული ალტერნატივა, ყველა წერილი რომ მიმეღო ან გამეგზავნა დისკით, ან თუნდაც ბეჭდური სახით, ტრადიციული ფოსტის საშუალებით და ყველა ეს წერილი რომ შემენახა მომავალში გამოყენების მიზნით, წარმოიდგინეთ, რამხელა საცავი და როგორი ორგანიზებულობა დამჭირდებოდა შემდეგში საჭირო წერილის მოსაძებნად.
სწორედ ამ და სხვა მიმართულებების ეფექტურად, ციფრული გზით მართვაში დაგეხმარება ის მიდგომები, რომელსაც გაეცნობით ამ სახელმძღვანელოში.