ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ მასშტაბურ სასკოლო სტარტაპ-მარათონს შევუერთდით საგანმანათლებლო ნაწილში და მონაწილეებისთვის ჩავატარეთ ტრენინგები.

მარათონის მიზანი სკოლის მოსწავლეებში სამეწარმეო უნარების განვითარება, მათი იდეების ხელშეწყობა და ანტრეპრენერობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

პროგრამის ფარგლებში გიორგი ყანჩაველის და თემო ბარათაშვილის მიერ ჩატარდა ტრენინგები, შემდეგ თემებზე:

  • რა არის მეწარმეობა და საიდან უნდა დავიწყოთ. პრობლემის იდენტიფიცირება როგორც იდეის განვითარების და ვალიდაციის მთავარი გზა.
  • იდეის პროტოტიპირება და ვალიდაციის პროცესი. Lean startup მეთოდის გამოყენებით.
  • იდეის პროტოტიპირება და ვალიდაციის პროცესი, Story Mapping მეთოდის გამოყენებით.
  • მომხმარებლისა და შეთავაზებული ფასეულობების გააზრება Value Proposition Canvas-ს მეთოდის გამოყენებით.
  • ბიზნეს მოდელის გააზრების და განვითარების პროცესი, Business Model Canvas-ის მეთოდის გამოყენებით
  • ბიზნეს მოდელის გადაზრება და ბიზნეს გეგმის შედგენა. Business Model Canvas-ის და One Pager Business Plan-ის მეთოდების გამოყენებით.
  • ბიზნეს იდეის წარდგენა Business Pitching-ის მეთოდით.
  • სტარტაპის საკომუნიკაციო სტრატეგია
  • სტარტაპის დაფინანსების გზები და მიდგომები