ბიზნეს მოდელს შეუძლია შენი ბიზნესი აქციოს გლობალური წარმატების ან პირიქით ტოტალური წარუმატებლობის მაგალითად.
ამის ნათელი მაგალითია XEROX 914. 1959 წელს ის იყო პირველი მოწყობილობა ასლების გაკეთების განვითარებული ტექნოლოგიური პროცესით, თუმცა 6 ჯერ ძვირი სხვა დაბალტექნოლოგიური ალტერნატივებისგან. სწორედ ამ სიძვირის გამო პოტენციური კლიენტები უარს ამბობდნენ მოწყობილობის შეძენაზე. ამ სირთულემ გამოიწვია XEROX ის ბიზნეს მოდელის შეცვლა და მათ მოწყობილობის გაყიდვის მაგივრად მისი ლიზინგით გაცემა დაიწყეს თვეში 95$, დამატებული მცირე დანამატი ასლების რაოდენობაზე. XEROX 914-მა სიჩქარის და მოხერხებულობის შედეგად, ადვილად მოიპოვა პოპულარობა და ტექნიკა რომლის ყიდვისგან ყველა თავს იკავებდა მალე გახდა ძალიან დიდი ფინანსების გენერატორი.
ბლოგპოსტი უკავშირდება, სწორედ ბიზნეს მოდელის განვითარებას და ერთ-ერთ გავრცელებულ მეთოდს – ბიზნეს მოდელის კანვას მეთოდოლოგიას.
Alexander Osterwalder -მა მსგავსი სტრატეგიული ბიზნეს აზროვნების მხარდასაჭერად შექმნა ბიზნეს მოდელის კანვასი, რომელიც არის მარტივი გრაფიკული შაბლონი ბიზნესის 9 აუცილებელი კომპონენტის გასააზრებლად:
- მომხმარებელთა სეგმენტი
- ღირებულება, რომელსაც სთავაზობ;
- დისტრიბუციის არხები;
- მომხმარებელთან ურთიერთობა;
- შემოსავლების ნაკადი;
- საჭირო რესურსი;
- ძირითადი აქტივობები;
- ძირითადი პარტნიორები;
- ხარჯები
ეს ინდივიდუალური ელემენტები ასწრაფებს ბიზნესის სრული მასშტაბის გაანალიზებას და ამავდროულად გეხმარებათ აღმოაჩინოთ კავშირები თითოეულ ელემენტს შორის.
იმუშავეთ დიდ ფურცელზე, ან პროექტორით მიანათეთ კედელს, გამოიყენეთ დაფა და წებოვანი ფურცლები, მუშაოობის სტილს არ აქვს მნიშვნელობა მთავარია დაუთმოთ დრო ბიზნეს იდეის განვითარებას.
მიყევით ნაბიჯებს და უპასუხეთ კითხვებს:
- მომხმარებელთა სეგმენტი
- ვისთვის ქმნით პროდუქტს/მომსახურებას?
- განსაზღვრეთ კონკრეტულად მომხმარებელთა სეგმენტ(ებ)ი, თუმცა განსაზღვრეთ პრიოორიტეტები, ვინ არის ყველაზე მნიშვნელოოვანი ჯგუფი მომხმარებლების?
- ღირებულება, რომელსაც სთავაზობ მომხმარებელს
- რა უმთავრეს ღირებულებას სთავაზობ მომხმარებელს?
- მომხმარებლის რომელ საჭიროებას აკმაყოოფილებს თქვენი პროდუქტი/მომსახურება?
- მაგალითად, არის თქვენი პროდუქტი ინოვაციური? ახალი ბაზარზე? თუ მომხმარებელზე მორგებული? იქნებ დიზაინია სპეციფიკური? კომფორტს უქმნის მომხმარებელს თუ ხარჯებისს დაზოგვაში ეხმარება?
- დისტრიბუციის არხები
- რა არხებით გსურთ მიაწოდოთ პროდუქტი/მომსახურება თქვენს მომხმარებელს?
- რომელი არხი მუშაობს ყველაზე კარგად? შესწავლილი გაქვთ მისი ხარჯები? როგორ შეიძლება ჩაჯდეს დისტრიბუციის საშუალებები თქვენი ბიზნესის და მომხმარებლის რუტინაში?
- მაგალითისთვის, იქნებით პირდაპირი მიმწოოდებელი? თუ გამოიყენებთ სხვებს პროდუქტის/მომსახურების მისაწოდებლად? კარგად განსაზღვრეთ დისტრიბუსიის რა ფაზები იქნება.
- რას იტყვით თანამედროვე ტექნოლოგიებზე? ონლაინ მაღაზია?
- მომხმარებლთან ურთიერთობა
- რა სახის ურთიერთობის დამყარებას ელის მომხმარებელი თქვენგან? დაფიქრდით თქვენ უნდა გაამართლოთ მათი მოლოდინი, ან შექმნათ მოლოდინზე მეტი.
- როგორ აპირებთ მათი გულების დაპყრობას და შენარჩუნებას?
- მაგალითად, გეყოლებათ პერსონალური ასისტენტი? თუ მომხმარებლებს თანა-შემქნელად შემოიყვანთ? ან იქნებ ქომუნითი შექმნათ მათგან და საინტერესო სიახლეები შესთავაზოთ? ან იქნებ თვითმომსახურება იყოს მისაღებიი თქვენი ბიზნეს იდეისთვის?
- როგორ აპირებთ თქვენ ბიზნესში იტეგრირებას ხარჯების და ფორმატის გათვალისწინებით?
- შემოსავლების ნაკადი
- პროდუქტის/მომსახურების ღირებულებებზე ვისაუბრეთ და დავფიქრდეთ თუ რომელი ღირებულებისთვის გადაიხდიან მომხმარებლები ფულს?
- რა ნაკადები არსებობს შემოსავლების? მხოლოდ პროოდუქტის და მომსახურების გაყიდვა? თუ მისი გაქირავებაც შეიძლება? იქნებ პერსონალური დიზაინის მიმართულებაც ამართლებს? თუ რეკლამას დაამატებთ? შემოსავლების სხვა ბიზნეს მოდელებზე ხომ არ გიფიქრიათ?
- ძირითადი აქტივობები
- რა აქტივობების განხორციელებაა საჭირო პროდუქტის/მომსახურების ღირებულების შეესაქმნელად?
- რა აქტივობების განხორციელებაა საჭირო დისტრიბუციის არხების და მომხმარებელთან ურთიერთბების დასამყარებლად?
- საჭირო რესურსი
- კარგად მივდივართ, იდეები ვითარდება თუმცა დროა მის განხორციელებაზე დავიწყოთ ფიქრი, რა რესურსები გესაჭიროებათ ზემოთ ჩამოთვლილის მისაღწევად?
- განიხილეთ თითოეული ეტაპი და ჩამოწერეთ რა რესურსი სჭირდება პროდუქტის ღირებულების შესაქმნელად? დისტრიბუციის არხების და მომხმარებელთან ურთიერთობის დასამყარებლად?
- რა რესურსი სჭირდება დაგეგმილი აქტივობების განსახორციელებლად?
- ძირითადი პარტნიორები
- იფიქრეთ პარტნიორების მოძიებაზე, ვინ არიან ან ვინ შეიძლება იყვნენ თქვენი პარტნიორები?
- რომელი აქტივობებზე პასუხისმგებლობის გაზიიარება შეგიძლიათ მათთან? ან რომლის განხორციელება შეგიძლიათ გადააბაროთ მათ?
- ასევე იფიქრეთ თუ რატომ უნდა გააკეთონ მათ ეს? რა მოტივაცია ან ინტერესი აქვთ მათ?
- ხარჯები
- ჩამოწერეთ ხარჯები რაც დაკავშირებულია აქტივობების განსახორციელებლად, რესურსების მოსაძიებლად.
- გადახედეთ კანვას და გაიაზრეთ არის თუ არა ყველა ელემენტი ერთმანეთთან ლოგიკურად დაკავშირებული და რამე ხომ არ გამოგრჩათ ისეთი რომელიც გიზრდით ხარჯებს?
- დააკვირდით შემოსავლების ნაკადებს და მათ შესაძლო ოდენობას, შეადარეთ ის თქვენს ხარჯებს…
- გიღირთ გაწიოთ მიღებული ხარჯები? თუ ფიქროობთ რომ ბევრია, გადახედეთ სხვა ელემენტებს, რის შემცირების ან დროებით ამოღებით შეიძლება ხარჯების შემცირება.
უმნიშვნელოვანესია გავიაზროთ რამოდენიმე რამ:
- თითოეული ელემენტი დაკავშირებულია ერთმანეთთან და ეს უნდა დააფიქსიროთ, რადგან განხილვის დროს რომელიმე ელემენტი ამოგდებისას/დამატებისას შეცვალოთ მასთან დაკავშირებული სხვა ელემენტები.
- კანვას კარგად დააკვირდით და გაიაზრეთ რომ პროდუქტის ღირებულება რომელიც ცენტრშია განთავსებული არის თქვენი შეთავაზება, მრჯვენა სამი ელემენტი: მომხმარებლები, დისტრიბუცია და ურთიერთობა არის ბაზრის შესწავლა, ხოლო მარცხენა სამი ელემენტი: თქვენი ინფრასტრუქტურა.
- გირჩევთ კანვასზე მუშაობა არ გამოიყენოთ ერთჯერად აქტივობათ, ამისთვის არსებოობს ონლაინ სამუშაო ვერსიები, რომელიც შეგიძლიათ სხვებსაც გაუზიაროთ და იმუშაოთ ჯგუფურად.
P.S. 9 ელემენტის, ეტაპის გააზრების შემდეგ დროა მე-10 ეტაპზე გადასვლის – თქვენ შეგიძლიათ ეს ყველაფერი გადაიტანოთ თქვენს ბიზნეს გეგმაში, ასევე პრეზენტაციაში და წარუდგინოთ სხვებს.
გისურვებთ წარმატებებს.