სახელმძღვანელოს მიზანია, მკითხველი რეალური გამოწვევებისთვის მოამზადოს და ხელი შეუწყოს მას, დაიწყოს ცვლილებები დღესვე. მისი მეშვეობით მკითხველი დაინახავს იმ საჭიროებებს, რაც უნდა მოგვარდეს და გაეცნობა მთელ რიგ რესურსებს, რომელთა გამოყენებითაც შეეძლება გარდამტეხი ნაბიჯების გადადგმა. საბოლოო ჯამში კი ეს ყველაფერი მიმართული იქნება კომერციული მოგებისკენ.
სახელმძღვანელო გათვლილია დამწყებ ანტრეპრენერებზე და მოიცავს როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე პრაქტიკული სავარჯიშოებისა და მეთოდების ნაკრებს.
სახელმძღვანელო შექმნილია ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრის ინიციატივითა და დაკვეთით, პროექტ ,,სკოლის ინოვატორთა კლუბი”-ის ფარგლებში.
ავტორები: თეო დალაქიშვილი, გიორგი ყანჩაველი
რედაქტორი: დეა ჯიქია
პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ. სახელმძღვანელოს შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ,,ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი” და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის შეხედულებებს.