ბიზნეს იდეის განვითარების გენერატორი

ყველაფერი იწყება ბიზნეს იდეის მოფიქრებით, რომელიც არაა მარტივი პროცესი.

სავარაუდოდ თქვენც შეხვედრიხართ ან წარმოადგენთ ამ ორი ტიპის ჯგუფს: ადამიანები რომელთაც ათასობით ბიზნეს იდეა მოსდით და ისინი ვიისაც ერთის მოფიქრებაც კი უჭირთ.

ძირითადად ეს გამოწვეულია ორი პრობლემის გამო:

  • ერთი გადაჭარბებული იდეების გენერირების პროცესი, რომელიც სამუდამოდ ოცნების ეტაპზე გამყოფებთ და
  • მეორე როდესაც არ გაქვთ იდეა და გსურთ გახდეთ მეწარმე.

უსასრულო ოცნება ან პირიქით არცერთი იდეის არ ქონა, ორივე ხელისშემშლელია მეწარმეობიისთვის. გამოსავალი კი მარტივია. მთავარია იდეების გენერირების რამე მეთოდი დანერგო ცხოვრებაში და მიყვე მას სისტემატურად. შესაძლებელია მეთოდების დახმარებით ააწყოთ აზროვნება ისე რომ ნებისმიერი იდეის სელექცია შეძლოთ ძალიან მოკლე დროში. იდეების სელექციით კი შესაძლებელი გახდება ადვილად აარჩიოთ ის იდეა რომლის ტრანფორმირებასაც მოახდენთ ბიზნესში.

პირველ რიგში უნდა შეძლოთ საკუთარი თავის აღმოჩენა, თქვენი შესაძლებლობების და სურვილების, იმ გარემო ფაქტორების რომელიც სავარაუდოდ ზეგავლენას მოახდენს თქვენს აზროვნებაზე და ქმედებებზე.

ამისთვის მიყევით ქვემოთ მოცემულ კითხვებს და ჩამოაყალიბეთ თქვენი როგორც მეწარმის პროფილი. ეს მნიშვნელოვანი კითხვები დაგეხმარებათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ბიზნეს იდეა:

  1. წარმოგიდგენით როგორია მეწარმის ტიპიური ცხოვრება და არის ეს რეალურად მისაღები თქვენთვის?
  2. ხარ ფსიქოლოგიურად მზად ბიზნეს სტარტაპისთვის? იცით რა დროის დათმობა მოგიწევთ წარმატების მისაღწევად?
  3. რა არის თქვენი მიზანი მომავლისთვის? როგორ წარმოგიდნეგიათ თქვენი თავი 10, 20, 30 წლის შემდეგ?
  4. რამდენად მაშტაბურად აზროვნებთ? რამდენის გამომუშავება გსურთ რამოდენიმე წლის შემდეგ?
  5. ბიზნესის დაწყებას ფიქრობთ ინდივიდუალურად თუ გუნდთან ერთად?
  6. რამდენი გაქვთ თანხა სტარტაპისთვის?
  7. რამდენი აქვთ თქვენს პარტნიორებს თანხა სტარტაპისთვის?
  8. რა პერიოდი სჭირდება თქვენს სტარტაპს თანხის გამომუშავებამდე?
  9. გიფიქრიათ რა ცოდნა გჭირდებათ სტარტაპის წარმატებისთვის და რა გაქვთ დღეს?
  10. გიფიქრიათ რისი გაკეთება შეგიძლიათ თქვენი ცოდნით?
  11. რისი გაყიდვა შეგიძლიათ, რომელიც დაკავშირებულია თქვენს ცოდნასთან?
  12. რით გავაუმჯობესებ საზოგადოებას, მსოფლიოს  ჩემი ცოდნის გამოყენებით?
  13. რა არის თქვენი გამოცდილება?
  14. რისი გაკეთება შეგიძლიათ თქვენი გამოცდილებით?
  15. რისი გაყიდვა შეგიძლიათ თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით?
  16. რამდენად გააუმჯობესებთ თქვენი გამოცდილებით საზოგადოებას? მსოფლიოს?
  17. რა უნარები გაგაჩნიათ?
  18. რისი გაკეთება შეგიძლიათ ამ უნარებით?
  19. რისი გაყიდვა შეგიძლიათ თქვენ უნარებთან დაკავშირებულის?
  20. როგორ შეგიძლიათ გააუმჯობესოთ მსოფლიო თქვენი უნარების გამოყენებით?
  21. რა პრობლემები არსებობს ბაზარზე თქვენ ცოდნასთან დაკავშირებული?
  22. რა პრობლემები არსებობს ბაზარზე თქვენ გამოცდილებასთან დაკავშირებული?
  23. რა პრობლემები არსებობს ბაზარზე თქვენ უნარებთან დაკავშირებული?
  24. გიფიქრიათ რომ თქვენი ჰობი შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ფაქტორი ბიზნესში? რა ჰობი გაგაჩნიათ?
  25. შეგიძლიათ რომელიმე თქვენი ჰობი გადაიტანოთ ბიზნესში?
  26. რა შეგიძლია განავითარო, შეცვალო შენ ჰობებში?
  27. დაგიკავშირებიათ თქვენი ცოდნა და  ბაზრის არსებული პრაკტიკა? და თუ შეგიძლია რომ რამით განავითარო შენი ცოდნა?
  28. დაგიკავშირებიათ თქვენი გამოცდილება და ბაზრის არსებული პრაკტიკა? და თუ შეგიძლია რომ რამით განავითარო შენი გამოცდილება?
  29. დაგიკავშირებიათ თქვენი უნარები და ბაზრის არსებული პრაკტიკა? და თუ შეგიძლია რომ რამით განავითარო შენი უნარები?
  30. თქვენს ცოდნაზე, უნარებსა და გამოცდილებაზე დაფიქრების შემდეგ შეგიძლია გაცხრილო იდეები რომელიც წინა ნაბიჯების დროს ჩამოაყალიბე?
  31. არის იდეები რომელიც მიუღებელია თქვეთვის?
  32. რომელი იდეებია რომელიც შემოწმებას საჭიროებს?
  33. როგორი შეხედულება აქვთ თქვენს მეგობრებს დარჩენილ ბიზნეს იდეებზე?
  34. როგორი შეხედულება აქვთ თქვენს კოლეგებს/ყოფილ კოლეგებს დარჩენილ ბიზნეს იდეებზე?
  35. როგორი შეხედულება აქვთ ბაზრის ექსპერტებს დარჩენილ ბიზნეს იდეებზე?
  36. დაფიქრდიით კარგად, როგორია თქვენი შეხედულებები დარჩენილ ბიზნეს იდეებზე?
  37. რომელია ის იდეა/ედეები რომელმაც ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა წინა გამოკითხვაში?
  38. ყველაზე მეტად რომლის განხორციელებისთვის გაქვთ შესაბამისი შესაძლებლობები?
  39. როგორია მოსალოდნელი რეაქცია ბაზრის მხრიდან ბიზნეს იდეასთან დაკავშირებით?
  40. რა თანხის გადახდას ისურვებდა ბაზარი იდეიდან განვითარებულ პროდუქტში/სერვისში?
  41. რამდენად დიდი მოთხოვნა გააჩნია ბაზარს მსგავსი პროდუქტის/სერვისის მიმართ?
  42. რა არის თვითღირებულება პროდუქტის/სერვისის?
  43. რა არის შესაბამისი ფასი პროდუქტისთვის/სერვისისთვის?
  44. რამდენად კავშირშია ეს ფასი ბაზრისთვის სასურველ ფასთან?
  45. შეგიძლიათ შექმნათ პროტოტიპი?
  46. თუ შეგიძლიათ შექმნათ პროტოტიპი რა არის თქვენი პოტენციული მომხარებლის მოსაზრება? იმ ხალხის რომლებიც ჩავრთეთ წინა ნაბიჯებში?
  47. რა უკუკავშირი გაქვთ  პროტოტიპის დატესტვის შემდეგ?
  48. რა შეიძლება ისწავლოთ უკუკავშირიდან გამომდინარე?
  49. რა შეიძლება შეცვალოთ და/ან განავითაროთ  უკუკავშირის შედეგად?
  50. ხართ მზად რომ დაიწყოთ?