რა არის ინოვაცია?
ეს კითხვა დავუსვი ჩემ სტუდენტებს, რამოდენიმე ათეულს და მათი პასუხი თითქმის იდენტური აღმოჩნდა. წარმოგიდნეგთ მათ დაჯგუფებულად:
ინოვაცია არის:
- ისეთი რამ რაც არავის არ უნახავს მანამდე…
- ახალი მიმართულება ან ხედვა…
- ახალი იდეა…
- ახალი გამოგონება, იქნება ეს პროდუქტი თუ სერვისი…
- კარგად დავიწყებული ძველის განახლება…
- სხვადასხვა ნივთების ან/და სფეროების გაერთიანება…
თითოეული ზევით ჩამოთვლილი არის მოკლედ გამოდმოცემული შედარებით სტუდენტების მიერ ნაამბობისა. სტუდენტებში გამოიკვეთა ორი ჯგუფი ერთი ძალიან დიდი რომელიც მოკლედ და ნაწილობრივ ბუნდოვნათ ახსსენებს რომელიმეს ზევით ჩამოთვლილთაგან და მეორე მცირე ჯგუფი რომელიც უფრო ვრცლად გპასუხობს. მათთან საუბრისას და დისკუსიისას იკვეთება ორი კრიტერიუმი რომელიც დამოუკიდებლად ან ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებთან ერთად ამდიდრებს ინოვაციის ახსნას.
დამატებითი და უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმები:
- უკეთესობისკენ ცვლილება
- აზროვნების და ქმედების მოდელი
წარმოიდგინეთ ახალი პროდუქტი რომელიც არ ქმნის უკეთესობისკენ ცვლილებას? დაინტერესდება საზოგადოება? მიიღებს მას და გადაიხდის მასში ფულს? ან გადაეჩვევა არსებულს და გადაერთვება იმ ახალზე რომელიც მეტ კომფორტს არ უქმნის?
ინოვაციის ერთერთი უმთავრესი კრიტერიუმი სწორედ უკეთესობისკენ ცვლილებაა და ინოვაციის, როგორც ბიზნეს ტერმინის დეფინიციას სწორედ იგივეს გულისხმობს:
იდეის ან გამოგონების გადაქცევა, პროდუქტად ან მომსახურებად, რომელიც ქმნის ღირებულებას ან რომელშიც მომხმარებელი გადაიხდის ფულს – www.businessdictionary.com
რაც შეეხება მეორე კრიიტერიუმს “აზროვნების და ქმედების მოდელი”, ეს უფრო ინოვატორის ახსნისთვის გამოიყენება. ვინ ქმნის ინოვაციას?
ინოვაციას ქმნის ინოვატორი, რომელიც არ იღვიძებს სტანდარტულად ყოველ დღე ერთიდაიმავე დროს, არ მიდის ყოველ დღე ერთიდაიმავე ადგილზე (სამსახური, უნივერსიტეტი), არ აკეთებს ერთიდაიგივე საქმეს ყოველდღე, არ ერთობა ერთიდაიიგივე საშუალებებით, არ ხვდება ერთიდაიგივე ადამიანებს და ასე უსასრულოდ.
ინოვაციური აზროვნების და ქმედების მოდელი არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელიც გამოარჩევს ინოვატორს დანარჩენი კაცობრიობისგან.
ინოვატორის აზროვნება და ქმედება შეგვიძლია შემდეგი მახასიათებლებით ავღწეროთ:
- ვისაც ახლის არ ეშინია
- ვინც ფიქრობს განსხვავებულად
- ვისაც არ ტანჯავს მრავალი სტერეოტიპი
- ვისაც არ ეშინია წარუმატებლობის
- ვისაც შეუძლია წარმოიდგინოს
- ვინც ქმნის ან ეძებს განსხვავებულს
- და სხვა მსგავსი მრავალი ფაქტორი
თუმცა თუ თქვენი თავი ვერ ამოიცანით აქ, ნუ შეშინდებით 🙂
ინოვატორები არ იბადებიან, ინოვატორები ხდებიან თვითრწმენის და ცხოვრების სტილის შეცვლის შედეგად.
დიახ თქვენც შეგიძლიათ გახდეთ ინოვატორი! უფრო სწორად თქვენც ხართ ინოვატორი, უბრალოდ სხვა რამ უნდა დანერგოთ ცხოვრებაში!
მიყევით ამ 8 ნაბიჯს, რომელიც დაგეხმარებათ გააღვიძოთ თქვენში ინოვატორი:
1 ასოციაციების დაკავშირება
ნუ იფიქრებთ სწორხაზოვნად, ხშირად მიეცით საკუთარ თავს უფლება დააკავშიროთ ისეთი ნივთები რომელიც არავითარი ლოგიკით დღემდე არ დაუკავშირებია ერთმანეთს. თუ დააკვირდებით ინოვაციურ პროდუქტებს ისინი ხშირად რამოდენიმე მნიშვნელოვან განსხვავებულ ფუნქციას ასსრულებენ ერთდროულად, რაც ხდით მათ ინოვაციურს.
წარმოიდგინეთ მტრედი რომელსაც წერილები დაჰქონდა და დიდი მოწყობილობა რომლისს თავზე დენთის აფეთქებით ფირზე სურათი გამოისახებოდა, დღეს ეს ორი მოწყობილობა გაერთიანებულია და გაქვთ თქვენ ჯიბეში, და დიდი შანსია კითხულობთ ჩემ ბლოგპოსტს იგივე მოწყობილობის გამოყენებით.
დააკავშირე სხვადასხვა სფეროებშში არსებული პრობლემები კითხვები ერთმანეთს; შეხეედე თითოეულ ნივთსს სხვადასხვა პერსპქტივიდან; გააერთიანე სხვადასხვა იდეები;
2. დასვი ბევრი კითხვა
ნუ ეცდები, თავა აარიდო კითხმის დასმას, ეს ხომ უმრავლესობა მოსწავლის და სტუდენტის კომპლექსია! მესმის რომ არსებობს Google და შეგიძლიათ მას კითხოთ, რაც ასევე მშვენიერი გამოსავალია მაგრამ კითხეთ სსხვებსაც, მეგობარს, ოჯახის წევრრსს, მოხუცსს, ქუჩაში უცხო ადამიანს, გამყიდველს, ავტობუსის მძოლს ნებისმიერს, თქვენ აუცილებლად მიიღებთ განსხვავებულ პასუხს, რაც დაგეხმარებათ გაიგოთ ის ინფორმაცია რაც თქვენ აქამდე არ გაინტერესებდათ ან თქვენთვის საინტერესო ინფორმაციაზე განსხვავებული პასუხი.
ხაზგასასმელია რომ უნდა ისწავლოთ კითხვის სწორად დასმა.
მნიშვნელოვანი და ძნელი საქმე ის კი არაა როგორ იპოვო სწორი პასუხი, არამედ როგორ იპოვო სწორი კითხვა – პეტერ დრაკერი
აქვე ერთი რჩევა: გადით ქუჩაში და დასვით 50 კიითხვა “რატომ?”, რატომ ხდება ესსს, რატომ არის უფერული, რატომ არის ხალხი დაღვრემილი, რატომ არ არის აქ WC, რატომ ….
თუ უფრო შორს გინდათ წასვლა ეს 50 კითხვა ჩამოწერეთ და შემდეგ აარჩიეთ თქვენთვიის ყველაზე საინტერესო 1,3,5 რამდენიცც გინდათ და უპასუხეთ 50-ჯერ კითხვას “როგორ?”
P.S. ფიქსირებული რაოდენობა პრინციპულად მნიშვნელოვანია, რადგან თქვენ თავს აიზულებთ რომ ბოლომდე დაიხარჯოთ და იფიქროთ. სადღაც 17, 23, 33 სადაც გაიჭედება აზროვნება სწორედ მას შემდეგ მოფიქრებული კიტხვები და მასზე პასუხებია ყველაზე საინტერესო, რადგან გაგიჭირდათ და ბევრად მეტი იაზროვნეთ შედეგის მისაღწევად.
3) დააკვირდი ყველაფერს
კითხვების დასმის დროსს ბუნებრივად მოგიწევთ, რომ დააკვირდეთ ყველაფერს თუმცა ღირს ამა ფაქტორის გარეთ გამოტანა.
დააკვირდით არა მხოლოდ თქვენთვის საინტერესო საგნებს, მოვლენებს არამედ დააკვირდი:
- გარემოს, გასცდით თქვენ გარემოცვასაც და სხვა რამ აღმოაჩინეთ;
- ადამიანებს, არა მხოლოდ წარმატებულ ადამიანებს;
- მიმდინარე მოვლენებს, არა მხოლოდ თქვენთვის საინტერესო მოვნებეს;
- ტენდეციებს, ხშირად ისეთს რომელსაც თქვენ არ მიდევთ;
- ყველაფერს…
4) დააექსპერიმენტე ყველაფერი
გააქვს იდეა? ან მოგივიდათ რამე იდეა? ან გსურთ რამე ახალი გააკეთოთ? თუ არ გსურთ ხომ უნდა სცადოთ რამე ახალი? ან სადმე წასვლა გინდათ? ახალი თავგადასავალი გწირდებათ?
ნუ ელოდებით უკეთეს დროს! დღეს, სწორედ ამ წამს არის უკეთესი, საუკეთესო დრო იმისთვის რომ გააკეთო რამე ახალი!
ნუ ფიქრობ იმაზე გაამართლებს თუ არა? მოგეწონება თუ არა? ღირს თუ არა? უბრალოდ ადექით და დააექსპერიმენტეთ!
მნიშვნელოვანია ისიც რომ ბრმად გაკეთება დიდ რისკებს მოიცავს, რაც ხშირად აუცილებელიცაა. თუმცა სცადო რამე ახალი ერთი გამართლებული მეთოდით უკეთესია:
გააკეთე, გაანალიზე, შეისწავლე!
ეს პროცესი არ სრულდება არასდროს, მანამ სანამ არ ასრულებ განვითარებას!
5) დაუშვი წარუმატებლობა
მე არ განმიცდია წარუმატებლობა, მე უბრალოდ ვიპოვე 10 000 გზა, რომელიც არ მუშაობდა – ტომას ედისონი
ეს ფრაზა საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ წარუმატებლობა არ კლავს!
წარუმატებლობა ნათელი მაგალითია იმისა, რომ ახალს აკეთებ, რომ აექსპერიმენტებ, რომ ეძებ ინოვაციას! თუმცა მზად იყავი, დაცემულზე არ მისცე თავს უფლება სიზარმაცის ან დეპრესიის! მზად იყავი წამოდგომისთვის.
6) დაუკავშირდი ყველას და ყველაფერს
კითხო რჩევა მეგობარს ან პარტნიორს არ არის იდეალური გამოსავალი, რადგან კავშირების უდიდესი ნაწილი მსგავსი პროფესიის ან მსგავსი აზროვნების მქონე ხალხთან გაქვთ, ამიტომ მათგან მიღებული რჩევებიც ძირითადად იქნება მსგავსი.
თუ გსურთ მიიღოთ განსხვავებული რჩევა, იდეა, აზრი :
- დაუკავშირდით განსხვავებული პროფესიის, გამოცდილების მქონე ხალხს;
- სთხოვეთ ვინმეს გახდეს თქვენი მენტორი;
- შეხვდით ჩაკეტილი აზროვნების მქონე ხალხს, ვინც აზროვნებს სწორ ხაზოვნად;
- შეხვდით გახსნილი გონების მქონე ხალხს, ვინც დაფრინავს აზროვნებაში;
- გაიფართოვეთ ცოდნის არეალი: კულტურა, ხელოვნება, სპორტი, გარემოს დაცვა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ფიზიკა, ქიმია…. ათასი რამ შეიძლება გახდეს თქვენი იდეების განვითარების წინაპირობა
გამოიყენეთ თითოეული შესაძლებლობა კავშირების დასამყარებლად, იქნება ეს: კინო, ტრენინგი, კონფერენცია, ბარი, ქუჩაში სეირნობა, ლაშქრობა… ყველგან შეიძლება აღმოაჩინოთ თქვენთვის საინტერესო ადამიანი, მოსაზრება, იდეა.
7) ტალანტების სიძლიერე
მუდმივად ეძიეთ ტალანტი, თითოეულ ადამიანს აქვს ტალანტი და მისი აღმოჩენა არის უდიდესი ძალა.
იცოდეთ რომ ადამიანის შესაძლებლობა ფასდება კონკრეტულ ადგილის, დროის და გონების მოთხოვნებთან თავსებადობაში. ერთი კონკრეტული ადამიანი, ერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს სრულიად გამოუსედეგარი მაგრამ მეორე შემთხვევაში შეუცვლელი.
ამიტომ გქონდეთ ყველასთან კარგი ურთიერთობა და შეისწავლეთ თითოეული მათგანი!
8) მიიღე ცოტაოდენი გართობა
და ბოლოს!
გართობა!
გართობა!
გართობა!
თუმცა დაიმახსოვრეთ გართობაც უნდა იყოს განსხვავებული გართობიდან გართობამდე!
იყავით ინოვატორი!1 ყველგან და ყოველთვის!