გიფიქრიათ რა განსხვავებაა სტარტაპერობის ბავშვურ და პროფესიონალურ მიდგომას შორის?

ან საერთოდ გიფიქრიათ რომ არსებობს მსგავსი მიდგომა?
ეს ვიდეო და პოსტი სწორედ ამ საკითხს ეხება:

2012 წლიდან მოყოლებული ვმუშაობ ახალგაზრდებთან მეწარმეული უნარების განვითარებაზე, რის ფარგლებშიც განვახორციელეთ არაერთი პროექტი: ბიზნეს მარათონი 20=200; ტრენინგები; ბიზნეს აქსელერაციის პროგრამები; ბანაკები და სხვა.

პროექტების ფარგლებში ჩავრთეთ არაერთი წარმატებული ქართველი თუ უცხოელი მეწარმე და სწორედ ამ პროცესში გამოჩნდა ის მკაფიო მახასიატებლები რომელიც ახასიათებთ ერთი მხრივ სტარტაპერებს რომლებიც საქმესს უყურებენ “ბავშვი სტარტაპერებივით” და მეორე მხრივ მეწარმეები რომლებიც აზროვნებენ “პროფესიონალი სტარტაპერებივით”.

პირველი რიგში განვმარტავ ტერმინებს:

“ბავშვი სტარტაპერი” არ გულისხმობს აუცილებლად დამწყებ სტარტაპერს და შესაბამისად “პროფესიონალი სტარტაპერი” არ გულისხმობს აუცილებლად ასაკობრივად ან სფეროში ხანგრძლივ მოღვაწე სტარტაპერსს…

ორივე ტერმინი ასახავს მიდგომას რომელიც შეიძლება ქონდეს ან განივითაროს სტარტაპერმა არ აქვს მნიშვნელობა რამდენ წლიანი გამოცდილება აქვს ბიზნესში.

ტერმინი გულისხმობს სტარტაპერის მიდგომას მეწარმეობისადმი: რამდენად რეალურად აღიქვავ გარემოს, რამდენად ორიენტირებული ხარ პრობლემის გადაჭრაზე, კვლევასა და განვითარებაზე, რამდენად აფასებ გუნდისსს და პარტნიორების მნიშვნელობას….

მივყვეთ ეტაპობრივად და გავცეთ ძირითად კითხვებს პასუხი ბავშვი სტარტაპერის და პროფესიონალი სტარტაპერის პერსპექტივიდან.

კითხვა პირველი: რას აკეთებ?

ბავშვი სტარტაპერების მიდგომა გულისხმობს ორიენტირების გაკეთებას გადაწყვეტაზე, მათ იციან რომ კონკრეტული იდეა მუშაობს და იყიდება, თუმცა არ იციან რა პრობლემა დგას მის უკან, რა პრობლემის მოგვარებაში ეხმარება მათი იდეა მომხმარებელს და შესაბამისად ისინი მზად არ არიან შეხვდნენ მცირედ ცვლილებებსაც კი.

რამოდენიმე “ჩამჭრელი” კითხვის შემდეგ ისინი იწყებენ საუბარს, ახალ იდეაზე, რომელზეც პარალელურად მუშაობენ თურმე. რათქმაუნდა სრულიად განსხვავებული იდეა.

მათ უყვართ საუბარი საკუთარ თავზე და გენიალურ სტარტაპ იდეაზე, და დადებითი შეფასებების მოსმენა.

პროფესიონალური მიდგომა სტარტაპერების კი სრულიად განსხვავებულია. მიზანდასახულად პრობლემისს შესწავლაზე და დრო შეიძლება დაუთმონ არა 1 თვე ან 1 წელი, ბევრად მეტი მანამ სანამ წარმატებას არ მიაღწევენ ან ბოლომდე არ დარწმუნდებიან რომ ცვლილებებია შესატანი მათ ბიზნესში.

ისინი დიდ დროს უთმობენ პოტენცციური მომხმარებლების აზრის შესწავლას, იწყებენ პროდუქტის პროტოტიპირებით და მცირე ფუნქციონალური დატვირთვით; ორიენტირებულები არიან კრიტიკულ შეფასებაზე და ენერგიას არ ხარჯავენ მის გამსწორებაზე.

უყვართ პროფესიონალ ხალხთან ურთიერთობა და მათგან შეფასებების მოსმენა. მათვის კრიტტიკული შეფასება არის გამოწვევა მეტი მოტივაციის შესაქმნელად პროდუქტის განვითარებისთვის.

კითხვა 2. რატომ აკეთებთ?

სტარტაპერების ბავშვური მიდგომა პასუხობს შემდეგნაირად, მათ სურთ გამდიდრება, გახდნენ ცნობილები, სტარტაპერებთან ერთად იმოგზაურონ, გახდნენ სპიკერები…..

თუმცა მათ ავიწყდებათ რომ წარმატებული სტარტაპის შექმნა საჭიროებს დიდ დროს, ხშირად ბევრი რამის დათმობას და შეიძლება ეს დამთავრდეს წარუმატებლობით!

მაშინ როდესაც პროფესიონალი სტარტაპერები პასუხის გაცემას იწყებენ იმით რომ მათ იციან რასთან აქვთ საქმე, პრობლემის შესწავლა და სტარტაპის განვითარება საჭიროებს დიდ დროს, ზუსტად იციან რომ მზად უნდა იყვნენ რამოდენიმე მარცხისთვის თუმცა იციან რომ პრობლემა რეალურად არსებობს და მისი მოგვარება არის მათი აზარტული ჟინი, ისინი ამას აუცილებლად გააკეთებენ, რადგან ამ პრობლემის უკან საზოგადოების დიდი ნაწილი დგას.

აანალიზებენ იმ  რისკებს რაცც მათ წინაშე დგას და თავის არიდების მაგივრად ცდილობენ მეტი კონკურენტული უპირატესობა შესძინონ საკუთარ სტარტაპს.

მათ სწამთ რომ ისინი აუცილებლად შეცვლიან მსოფლიოს უკეთესობისკენ.

კითხვა 3. რამდენი ხანია აკეთებ ამ საქმეს?

ყოველ წელს ახალი სტარტაპი! ყოოველ წელს ახალი გუნდი! ეს არის ბავშვური მიდგომა, როდესაც პირველივე პრობლემურ სიტუაციას ამართლებ იმით რომ ცუდი ან არასწორი იდეა გქონიათ და შესაცლელია ის ან გუნდია სუსტი და ახალი გუნდი გყავთ შესაქმნელი. ყოველი მსგავსი სიტუაცია გიბიძგებს მიიღოთ ახალი იდეა იმაზე უფრო მარტივი ვიდრე წინა.

მაშინ როდესაც პროფეესიონალი სტარტაპერი მარტივად გაგცემს პასუხს რომ მათ აქვთ დიდი გამოცდილება, გამოცდილი ჯგუფი, აქვთ მცირე თუმცა მნიშვნელოვანი პროგრესი, რამოდენიმეჯერ შეცვალეს პრობლემის მოგვარების მიდგომა. ყოველივე ეს კი დაეხმარათ უკეთესი გადაწყვეტების მიღებაში და ისინი მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

კითხვა 4. რამდენი მომხმარებელი გყავთ?

ერთი მხარე გპასუხობს რომ მათ ყავს 2176 მომხმარებელი თუმცა მეტი სიღრმეში ვეღარ მიდიან, არ იციან ამ მომხმარებლების შესახებ არაფერი, რეალურად ეს არის სოციალურ სივრცეში პირველი აქტიურობით მოგროვებული ხალხი: მეგობრები, ნათესავები, კოლეგები …. რეალური სტრატეგიები მომხმარებლებთან ურთიერთოობისთვის მათ არ გააჩნიათ.

მაშინ როდესაც პროფესიონალ სტარტაპერებს ყავთ პოტენციური თუნდაც 1000 კაციანი ან მეტი მომხმარებლების (B2C) სია   და რამოდენიმე B2B კლიენტი, მათი საკონტაქტოები; მათთან მუდმივი კავშირი და რეალური შეფასებებიის გაცვლა. ისინი აგროვებენ ძლიერ ინდუსტრიულ გამოცდილებას და როგორც კი პროდუქტი იქნება მზად მომხმაარებლების სურვილების გათვალისწინებით, ისინი გადიან რეალურ მყიდველებზე.

კითხვა 5. როგორია თქვენი მონეტიზაციის გეგმა?

გესმით თამამი პასუხი რამოდენიმე მოდელზე, თუ როგორ იშოვონ ფული, თუმცა არ აქვთ იდეა როგორ განახორციელონ ეს მონეტიზაციის ასობით გეგმა. რათქმააუნდა ახალი მოდელების მოფიქრებაა შესაძლებელი, თუმცა აშკარაა რომ მათ არ აქვთ შესწავლილი არცერთი მოდელი და არ იცნობენ არც ბაზარს.

მათი პროფესიონალი კონკურენტები კი ხაზგასმით გეტყვიან რამოდენიმე მოდელს, რომელიც შესწავლილი აქვთ, იცნობენ ბაზარს, იცნობენ მოთამაშე მხარეებს, იციან როგორ მუშაობს ინდუსტრია.

კითხვა 6. ვინაა თქვენი კონკურენტები?

ერთი პრობლემა ისაა რომ რეაალურად არ იციან კონკურენციის არსი, მეორე პრობლემა რასაც ვაწყდებით არის ის რომ რეალურად არ იკლვლევენ ბაზარს. ხშირად შეხვდებით ესეთ პასუხს რომ ისინი უნიკალაურები არიან, მათ კონკურენტი არ ყავთ. როგორც კი მოუძებნი რამოდენიმე წუთში კონკურენთს და აჩვენებ, დაბნევის შემდეგ იწყებენ მათი მახასიათელბელბის ჩამოთვლას იმ იმედით რომ აჯობონ ახლადაღმოჩენილ კონკურენტებს.

პროფესიონალ სტარტაპერებს არ სჭირდებათ ტყუილი თავის ქება რომ მათ უნიკალური რამ შექმნეს. შეიძლება უნიკალური ან მართლაც განსხვავებული გადაწყვეტა აქვთ პრობლემის მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ არ ყავთ კონკურენტები. კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად რას იყენებდნენ მომხმარებლები თქვენი იდეის განხორციელებამდე?? არის თუ არა ანალოგიური ის კონკუენციას გიწევთ თქვენ.

პროფესიონალი სტარტაპერები პრეზენტაციაში ყოველთვის დროს უთმოვენ კონკურენტული უპირატესობის ანალიზს, და შედარებას კონკურენტებთან სხვადასხვა პერსპექტივიდან და სხვადასხვა მახასიათებლების.

იყენებ ძიების სხვადასხვა მეთოდებს, არამხოლოდ GOOGLE საძიებო სისტემას ერთ ენაზე ერთი წინადადების ჩაწერით არამედ, რამოდენიმე ენაზე, რამოდენიმე საძიებო სისტემას.

კონკურენტების ანალიზის შემდეგ რეალურად ხვდები რა რისკების წინაშე დგასს შენი სტარტაპი, შენ!

კითხვა 7. რას იტყვით გუნდის შესახებ? რამდენს უხდით ხელფასს და გაგიშვიათ თუ არა ვინმე გუნდიდან?

არ არის ჩამოყალიბებული ზუსტად პასუხისმგებლობები, დროშიი გაწერილი საქმეები, შესაბამისად არ არის გათვლილი რა ღირებულებისაა მათი საქმიანობა, ეს ყველაფერი ენთუზიაზმეა დამყარებული. შესაბამისად არ არის გათვლილი შემდეგ ლეველზე გადასვლა რა ხარჯებთანაა დაკავშირებული.

გუნდი რომელიც შეიკრა ნაცნობობით ან რომელიმე ღონისძიებაზე, ჰაკათონზე ბოლომდე ამ გუნდის შენარჩუნება, რადგან ერთად დაიწყეს. სტარტაპი ყველასია….

ესე ხასიათდება ბავშვური მიდგომა სტარტაპერებში, მაშინ როდესაც  პროფესიონალური სტარტაპერების გუნდი შედგება წინასწარ გააზრებული საჭირო უნარების მქონე ხალხისგან და კარგად აქვთ გააზრებული ერთი ლუზერი გუნდში მთლიან გუნდს ხდის ლუზერს. შესაბამისად მათვის გუნდიდან უსაქმური ან ლუზერი წევრების გაშვება პრობლემა არ არის. მათ იციან მათი საქმიანობის ხარჯები, შესაბამისად შეუძლიათ ადვილად გაანალიზონ სამომაავლო გეგმები, ფინანსები და განვითარების ეტაპები.

გაიაზრეთ, რომ სტარტაპი არაა გართობა! სტარტაპი არის მენეჯმენტი! საჭიროებს დიდ ყურადღებას, რესურსებს და შესაბამის მიდგომებს.