რა არის სტარტაპი?

შეუძლებელია ვერ შეამჩნიოთ რა ხდება საქართველოში ინოვაციებისა და მეწარმეობის მიმართულებით, ერთ ორგანიზაციას მეორე მოყვა,  ერთ ღონისძიებას მეორე, ერთ ბიზნეს აქსელერატორს მეორე… შეიქმნა ქვეყანაში პირველი ტექნოლოგიური პარკი. ეს პროცესი მუდმივად ვითარდება და იმედია ძალიან მალე მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს.

ტრენდად იქცა ახალგაზრდებში და არა მხოლოდ მათში, სიტყვა ანტრეპრენორი და სტარტაპერი, სტარტაპი… ძალიან ბევრი “სტარტაპერი” გვყავს ქვეყანაში რომელიც ქმნის “სტარტაპს”, თუმცა არის კი ეს რეალური?

რას ნიშნავს სტარტაპი? ვის შეიძლება ვუწოდოთ სტარტაპერი? რა განსხვავებაა მცირე ბიზნესსა და სტარტაპს შორის?

ეს ის კითხვებია, რომელიც არაერთხელ მსმენია ტრენინგის მონაწილეებისგან და არაერთი განსხვავებული პასუხი და მოსაზრება გამოთქმულა ამ საკითხის გარშემო.

რა არის რეალურად სტარტაპი და რა განსხვავებაა სტარტაპს და მცირე ბიზნესს შორის?

თუ მოვიძიებთ ინფორმაციას წამყვან ონლაინ ჟურნალებში დავინახავთ ძალიან ბევრ განსხვავებულ მოსაზრებას და ნათელია რომ ტერმინის განმარტებაზე კონსესუსი მიღწეული არაა.

“სტარტაპის” დეფინიციისთვის იყენებენ განსხვავებულ პარამეტრებს როგორიცაა: ასაკი, მომგებიანობა, ზრდის ტემპი, კულტურა და სხვა კატეგორიები.

გთავაზობთ ჩემთვის ყველაზე საინტერესო განმარტებებს:

Steve Blank-ის განმარტებით  სტარტაპი არის დროებითი ორგანიზაცია რომელიც გამოიყენება განმეორებადი და მასშტაბირებადი ბიზნეს მოდელის მოსაძებნად.

Steve  გამოყოფს რამოდენიმე მნიშვნელოვან საკითხს:

  • დროებითი – რადგან სტარტაპის მიზანია მოძებნოს ბიზნეს მოდელი რომელიც გახდის მას დიდ კომპანიად ან განიცდის წარუმატებლობას და იწყებს სხვა შესაძლებლობების მოძიებას;
  • მოძებნოს – მნიშვნელოვანია, ისიც რომ სტარტაპი გულისხმობს ახალი მიდგომების, იდეების  მოძიებას პრობლემის გადასაჭრელად და არა არსებულ იდეების, მიდგომების გამოყენებას ან მათ განვითარებას; საწარმოები რომელიც იყენებენ ნაცნობ ბიზნეს მოდელებს არიან ბიზნესები, ხოლო საწარმო რომელიც იყენებს უცნობ ბიზნეს მოდელს არის სტარტაპი;
  • მასშტაბირებადი – საწყის ეტაპზე მყოფი საწარმო, რომელსაც არ შეუძლია სწრაფი ტემპით განვითარება არის მცირე ბიზნესი და არა სტარტაპი;

მეორე და უფრო შემაჯამებელი განმარტება გააკეთა ერიკ რიმ,

Eric Ries – სტარტაპი არის ადამიანების ინსტიტუტი, შექმნილი ახალი პროდუქტის ან სერვისის მისაღებად ექსტრემალური მოულოდნელობით აღსავსე პირობებში. 

Eric Ries გამოყოფს შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებს:

  • “სტარტაპი არის ადამიანების ინსტიტუტი” – ამით გუნდის მნიშვნელობას გამოყოფს, თუ როგორ მოქმედებენ ისინი, მათი საქმიანობის კულტურა და მიდგომები. ტერმინის განსასაზღვრად არაა აუცილებელი ფაქტორი რა პროდუქტს ქმნიან ისინი, რომელ ინდუსტიაში მოღვაწეობს ის, მათი ტექნოლოგიური გადაწყვეტა ან თუნდაც შესანიშნავი იდეა, ერთ-ერთი მთავარი მაინც ადამიანების ინსტიტუტი და მისი მახასიათებლებია;
  • “ახალი პროდუქტის და სერვისის მიღება” – კიდევ ერთხელ ხაზი ესმება უმნიშვნელოვანეს ნაწილს ბიზნეს მოდელი რომელიც არის უცნობი, ახალი რომელიც უნდა დატესტო გადაიხდის თუ არა ხალხი ფულს, არის თუ არა მათვის მნიშნელოვანი; სწორედ ამ პროცესში ხდება უმნიშვნელოვანესი Validated Learning, როდესაც საწარმოსთვის გადამწყვეტია მიიღოს ისეთი ცოდნ, ინფორმაცია ბიზნესის გარშემო რაც ეხმარება პროდუქტის/სერვისის სწორი მიმართულებით განვითარებაში;
  • “ექსტრემალურად მოულოდნელობების პირობებში” – თუ ბიზნეს მოდელი ჩვენთვის უცნობია, ასევე ხშირ შემთხვევაში პრობლემაც უცნობია, ბუნებრივია ეს იწვევს ბევრ გაუთვალისწინებელ მოვლენებს, პროცესებს, განწყობებს… შექმნი პროდუქტს/სერვისს საკუთარი ვარაუდებით და აღმოჩნდება რომ მომხმარებელი არ იხდისს ფულს, რაღაც არ მოსწონს… სწორედ ამიტომ უმნიშნელოვანესია მცირე ნაბიჯებით სწრაფი და მომხმარებელთან აქტიური ურთიერთობით და მათი შეფასებით პროდუქტის/სერვისის სწორი მიმართულებით განვითარება;

კიდევ ერთი საინტერესო განმარტება შემოგვთავაზა  Y Combinator დამფუძნებელმა Paul Graham-მა, თავის ბლოგპოსტში:

Paul Graham –  სტარტაპი არის კომპანია რომელიც შექმნილია სწრაფი განვითარებისთვის. არ აქვს მნიშვნელობა ხარ თუ არა ახალი დაფუძნებული, ან მუშაობ თუ არა ტექნოლოგიებზე, ან მიიღე თუ არა სარისკო კაპიტალი, გაქვს თუ არა გარკვეული Exit. ყველაზე აუცილებელი რამ არის განვითარება. ყველაფერი სხვა, დაკავშირებული სტარტაპთან, გამომდინარეობს განვითარებიდან – “Startup = Growth

P.S. რომ გავაერთიანოთ ეს განმარტებები მივიღებთ შემდეგს:

სტარტაპი არის ადამიანების დროებითი ინსტიტუტი, რომელიც შექმნილია განმეორებადი, მასშტაბირებადი და ინოვაციური (ახალი) ბიზნეს მოდელის მოსაძიებლად (შესაქმნელად) და მისი სწრაფი განვითარებისთვის, ექსტრემალური მოულოდნელობების პირობებში.

სწორედ ამ განმარტებიდან ხდება ნათელი, თუ რატომ განიცდის სტარტაპების უმრავლესობა წარუმატებლობას… თუმცა ის მცირე ნაწილი, რომელიც ახერხებს ვარაუდების/ჰიპოთეზების დამტკიცებას და ახალი პროდუქტის ან მომსახურების შექმნას ექსტრემალური მოულოდნელობების პირობებში აღწევს საკმაოდ დიდ მოგებას და განვითარების ტემპს. რაც დამეთანხმებით და ნამდვილად ღირს წვალებად!

ალბათ, ბევრი “სტარტაპერი” და “სტარტაპი” მიხვდება, რომ ისინი უფრო ჩვეულებრივი ბიზნესები (მცირე ან თუნდაც დიდი ბიზნესი) არიან ვიდრე სტარტაპები. არიან ხშირ შემთხვევაში სტარტაპიდან განვითარებული ბიზნეს კომპანიები, ხშირ შემთხვევაშიც კი, ისინი განვითარების არცერთ ეტაპზე, არ ყოფილან  სტარტაპები და დაიწყეს როგორც ჩვეულებრივი მცირე ბიზნესი.

გთხოვთ დატოვოთ კომენტარებში თქვენი შეხედულებები და მოსაზრებები.