პროდუქტების განვითარების პროცესებს თუ დავაკვირდებით, დაახლოებით 60% პროდუქტის მახასიათებლების, რასაც ვქმნით არის ზედმეტი დანახარჯი. ის მომხმარებლების/ვიზიტორების უდიდეს ნაწილს არც კი აინტერესებს.
Story Mapping მეთოდი გვეუბნება რომ პროდუქტის მახასიათებლების წარმოდგენა ტრადიციული ერთ განზომილებიანი სიის ნაცვლად, მოვახდინოთ ორ განზომილებიან რუკაზე სადაც ფოკუსი კეთდება პროდუქტის მიღების პროცესში მომხმარებლის კრიტიკულ გზაზე და ზოგად ხედვაზე.
მეთოდი 6 ნაბიჯისგან შედგება და პროდუქტის სრული სურათის გააზრების და შემდგომ MVP (მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის) შექმნისთვის საუკეთესო გზაა.
ნაბიჯი 1. პროდუქტის მთავარი მიზნის განსაზღვრა
მეთოდის პირველი ნაბიჯი არის გააზრება იმის თუ რას აკეთებს ჩვენი პროდუქტი, უფრო მნიშვნელოვანია რომ გავიაზროთ რა პრობლემას აგვარებს ის.
ამ ეტაპზე ჩვენ უნდა განვსაზღვროთ მთავარი მიზანი, რომლის მიღწევის შემთხვევაშიც მოვახერხებთ მომხმარებლის კმაყოფილების მიღწევას.
ნაბიჯი 2. განსაზღვრეთ პროდუქტის მთავარი პროცესი
ამ ეტაპზე, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ მომხმარებლის მთავარი პროცესი ჩვენი პროდუქტის ფარგლებში და ეს პროცესი დავყოთ ძირითად პრაქტიკულ ეტაპებად.
კარგად დავაკვირდეთ სრულ პროცესს, რასაც მომხმარებელი გადის პროდუქტის/მომსახურების საბოლოო შედეგის მიღების პროცესში. საიდან იწყება ეს თავგადასავალი ინფორმირება, დარწმუნება რომ ნამდვილად ის პროდუქტია რაც სურს, ყიდვა, პროდუქტის მიღება… მნიშვნელოვანია რომ ამ ეტაპზე არ იფიქროთ თქვენს იდეაზე, იფიქროთ მომხმარებლის პერსპექტივიდან მის საჭიროებებზე და მის გასავლელ გზაზე.
ნაბიჯი 3. შექმენით მახასიათებლების სია თითოეული ეტაპისთვის
კარგად დავაკვირდეთ თითოეულ ეტაპს და ჩამოვწეროთ ის ფუნქცია-მახასიათებლები რომელიც შეიძლება ეს ეტაპი მოიცავდეს ან ამ ეტაპის სრულყოფისთვის იყოს საჭირო.
ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია გონების შტურმის მეთოდით მაქსიმალურად მეტი მახასიათებლები ჩამოვწეროთ, ვიყოთ უფრო კრეატიულები. ამ ეტაპზე არ დააპრიორიტეტოთ და არ გაფილტროთ იდეები რაც მოგივათ თავში. მთავარია რომ იყოს ისეთი რომელსაც შეუძლია მომხმარებლისთვის ნებისმიერი ზომა წონის პრობლემის მოგვარება.
ნაბიჯი 4. დააპრიორიტეტეთ იდეები თითოეულ სიაში დამოუკიდებლად
ამ ეტაპზე უკვე შეგიძლიათ დააპრიორიტეტოთ თითოეული იდეა თითოეულ ეტაპისთვისთვის დამოუკიდებლად. პრიორიტეტიზაციისთვის გამოგადგებათ შემდეგი კითხვები:
•კითხვა 1: რამდენად მნიშვნელოვანია მახასიათებელი პროცესის დასასრულებლად?
•კითხვა 2: რამდენად ხშირად იქნება ეს მახასიათებელი გამოყენებული?
•კითხვა 3: რამდენად მეტი მომხმარებელი გამოიყენებს მახასიათებელს?
•კითხვა 4: რამდენად დიდ ღირებულებას შეუქმნის აღნიშნული მახასიათებელი მომხმარებელს?
•კითხვა 5: არის თუ არა რისკის მატარებელია აღნიშნული მახასიათებელი?
ამ კითხვებზე დაფუძნებით, შეგიძლიათ პრიორიტეტების განსაზღვრა და სიაში რიგითობის გადალაგება – მეტად პრიორიტეტული სიის თავში.
ნაბიჯი 5: განსაზღვრე MVP
დაპრიორიტეტებულ მახასიათებლებს შორის გაავლეთ ჰორიზონტალური ხაზი, რომელიც გაყოფს მათ ორ ნაწილად.
•კრიტიკულად საჭირო ფუნქციები მოექცევა ხაზს ზევით
•სხვა მახასიათებებლები კი ხაზს ქვევით
•სწორად ასე გამოიკვეთება ჩვენი MVP, დანარჩენი საკითხები კი განსაზღვრავს განვითარების შემდეგ ეტაპებს.
შექმენი, გაზომე, ისწავლე (BUILD, MEASURE, LEARN)
რუკაზე იდეების წარმოდგენა გვეხმარება ერთის მხრივ მარტივად განვსაზღვროთ ჩვენი საწყისი პროდუქტი (MVP), მეორეს მხრივ კი სრული სურათი ჩვენი ფიქრების.
გარდა ამისა „Story Mapping“ გვეხმარება დავგეგმოთ ჩვენი სამუშაოები დროში და წარმოვიდგინოთ ჩვენი პროდუქტის შემდეგი სახე. თუმცა განვითარების შემდეგი ეტაპების დაგეგმა აუცილებლად უნდა დავაფუძნოთ მომხმარებლების უკუკავშირზე.
სწორედ ამიტომ შექმენი, მიაწოდე მომხმარებლებს დროულად, მიიღე უკუკავშირი, ისწავლე დროულად და განავითარე პროდუქტი სწორი გზით.
გაზომე
ფოკუსი გააკეთე ძირითად ციფრებზე და ინდიკატორებზე.
•შეისწავლე მომხმარებლის ქცევა
•მათი სურვილი პროდუქტში ინვესტირების (დრო, ფული, ყურადღება…)
•რა აქტივობებია გასაკეთებელი რომ ფასეული რამ შევთავაზოთ მომხმარებელს
•რამე დამატებითი უნიკალური რამ ხომ არ შეგვიძლია შევმატოთ პროდუქტს?
რატომაც არა რომ ვესაუბროთ მომხმარებელს და
ვკითხოთ მათ აზრი?
გახსოვდეთ, მთავარია სწორი კითხვის დასმა.
ისწავლე და გადაწვიტე
MVP-ით ექსპერიმენტები გვაძლევს ძალიან დიდ და საჭირო ცოდნას და მონაცემებს მომხმარებლების ან/და ბიზნეს მოდელის შესახებ.
სწორედ ამიტომ:
•გაიმეორე მსგავსი და განსხვავებული ექსპერიმენტები ხშირად;
•განახორციელე ექსპერიმენტები რომ ისწავლო და არა მხოლოდ ექსპერიმენტისთვის;
•იგრძენით სიურპრიზების გემო;
•დააკვირდით თქვენს მიმართ ნდობა იზრდება თუ იკლებს? ასევე დააკვირდით თქვენს თავდაჯერებულობას.
•Why, why, why?