ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ სურს იყოს წარმატებული, თუმცა იფიქრო წარმატებაზე ბევრად ადვილია ვიდრე მიაღწიო მას.
მითუმეტეს რომ არსებობს მრავალი ბარიერი, რომელიც ხელს გვიშლის მიზანმიმართულად და შრომით მივაღწიოთ წარმატებას. განსაკუთრებით ქართულ რეალობაში, სადაც არსებობს მრავალი სტერეოტიპი, რომელიც “ხელს გვიწყობს” ვიყოთ წარმატებულები ლუზერულ აზროვნებაში.
ალბათ გსმენიათ ფრაზები: “კარგი რა ხომ იცი მაინც ნაცნობობითაა ყველაფერი”; ან “ნეტავ იმის ფული მომცა და მე ვიცი რასაც ვიზავდი”; “არავინ არ მყავს ნაცნობი და მე ვინ დამაწყებინებს მუშაობას”…..
მიუხედავად ახალგაზრდების მსგავსი აზროვნებისა, ღრმად ვარ დარწმუნებული რომ შრომისმოყვარეობა და მცირედი თვითრწმენა მიიყვანს ნებისმიერს წარმატებამდე.
წარმოიდგინეთ ახალგაზრდები რომლებიც შრომისმოყვარეობას და თვითრწმენის გარდა მიყვებიან მცირე ინსტრუქციას წარმატების მისაღწევად:
დაგეგმე წარმატებისთვის, დაიწყე განხორციელება და გაიმეორე მეტი ცოდნით და გამოცდილებით!
დაიწყეთ დაგეგმვით!
წარმატების მისაღწევად აუცილებელია დავიწყოთ დაგეგმით, დაგეგმა კი დამოკიდებულია ოცნებასთან. წარმოიდგინეთ თქვენი თავი მომავალში, წარმატებული თქვენ, რომელზეც იღებენ ფილმს, დოკუმენტურ ფილმს. წარმოიდგინე თავი რეჟისორის როლში, რომელიც თვითონ ქმნის საკუთარი პერსონაჟის წარმატების ისტორიას.
დაუთმეთ დრო და დაწერეთ ისტორია, რომელმაც გაგხადათ თქვენ წარმატებული. აღწერეთ რას ეძახით წარმატებას და სცადეთ გადმოსცეთ გრძნობები და ემოციები რომელსაც ფლობთ “წარმატებული თქვენ”.
აღწერეთ ის ფაქტორები, რომელმაც შეგიქმნათ მოტივაცია წარმატების მისაღწევად და აღწერეთ წარმატებული თქვენ და მახასიათებლები რაც თქვენ გაქვთ: ხასიათი, უნარები, ცოდნა, თავდაჯერებულობა…. ყველაფერი რაც გააჩნია თქვენს პერსონაჟს მომავალში.
აუცილებლად აღწერეთ თქვენ მიერ დანახული წარმატება – როგორ გამოიყურება ის? როგორ დაახასიათებდით მას?
წარმატებული თქვენი თავის წარმოდგენის შემდეგ, დაუთმეთ დრო მიზნის ჩამოყალიბებას. მიზანი რომელიც იქნება S.M.A.R.T. პრინციპიდან გამომდინარე. იცოდეთ რისი მიღწევა გინდათ კონკრეტულ დროის მონაკვეთში და როგორ გაზომავთ მიღწეულს.
დაფიქრდით თქვენს ძლიერ და სუსტ მხარეებზე, რა უნარების განვითარება გჭირდებათ წარმატების მისაღწევად, ჩამოწერეთ ყველა ის უნარი რომელიც ახასიათებს თქვენს პერსონაჟს და შეადარეთ თქვენ თავს. ხედავთ განსხვავებას? შეაფასეთ თითოეული უნარი და გადაიტანეთ ფურცელზე დიაგრამის, ობობის ქსელის ან სხვა ვიზუალიზაციის სახით, სადაც კარგად გამოჩნდება რა ეტაპზე იმყოფება თქვენი უნარი 1 დან 10 მდე. სცადეთ დაგეგმოთ სხვადასხვა აქტივობები უნარების განვითარებისთვის.
ყოველივე ეს გაწერეთ დროში და დაუსვით საკუთარ თავს მკაცრად გაწერილი საზღვრები, რისი მიღწევა გვსურს კონკრეტული დროისთვის. ეს დაგეხმარებათ აკონტროლოთ მიღწევები.
გეგმები არაფერში გამოგადგებათ თუ არ დაიწყებთ მის განხორციელებას!
დაიწყეთ დღესვე!
გეგმების რეალობაში მოსაყვანად დაგჭირდებათ ეტაპების გაწერა, მთავარი მიზანი ჩაშალეთ ამოცანებად, მცირე ნაბიჯებად და დაიწყეთ განხორციელება.
წარმოუდგენელია დაგეგმოთ ისე, რომ არ დაგრჩეთ გაუთვალისწინებელი საკითხები. სწორედ ამისთვისაა საჭირო მცირე ნაბიჯების გადადგმით დაიწყოთ მთავარი მიზნის მიღწევა. თქვენთვის ბევრად ადვილი იქნება მცირე ამოცანის ამოსახსნელად მოიფიქროთ იდეები, მოიძიოთ შესაბამისი რესურსი მის განსახორციელბლად, პროტოტიპირებისთვის და ა.შ.
მცირე ნაბიჯების წარმატებით გადადგმით, თქვენ შეძლებთ საკუთარი თავის რწმენა განიმტკიცოთ და გაზარდოთ მოტივაცია. შემდეგი ნაბიჯები იქნება ბევრად ადვილად.
შეისწავლეთ თქვენი თავი, რა გიქმნით მოტივაციას? სცადეთ მოერიდოთ გამაღიზიანებელ გარემოებებს და თუ მაინცდამაინც თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, სცადეთ გადალახოთ ის საინტერესო და გამახალისებელი ქმედებებით: გაისეირნეთ, სცადეთ ახალი საქმეები, გაერთეთ, იხილეთ ახალი ადგილები, გაიცანით ახალი ხალხი, დაესწარით საინტერესო ღონისძიებებს.
სცადეთ დაეკონტაქტოთ წარმატებულ ადამიანებს, ისწავლეთ მათგან: როგორ მიაღწიეს წარმატებას, რა უნარებს ფლობენ, რას აკეთებენ, როგორი მიდგომები აქვთ საქმისადმი, მიიღეთ რჩევები მათგან. წარმატებულ ადამიანების გარემოცვა შეგიქმნით წარმატების მიღწევის საუკეთესო გარემოს.
მოძებნეთ ადამიანები ვისაც ენდობით და შექმენით გუნდი! ერთად ცვლილებების მოხდება ბევრად ადვილია. წარმოუდგენელია მარტო ადამიანმა მიაღწიოს წარმატებას.
მოძებნეთ მენტორი და მიიღეთ რჩევები. მენტორს შეუძლია დაგეხმაროთ შექმნათ თქვენთვის სასარგებლო კავშრები, ისწავლოთ იდეების ჩამოყალიბება და სტრატეგიების შექმნა.
მუდმივად იყავით ორიენტირებული მოიძიოთ ინფორმაცია, ცოდნა საჭირო საკითხების გარშემო. მოისმინე, წაიკითხე, გაიაზრე, ისწავლე… არასდროს არ გაჩერდე. ეძებე ახალი საინტერესო თემები, ინოვაციები, თანამედროვე ტექნოლოგიები და მიღწევები.
სცადეთ გამოიყენოთ თანამედროვე სამყაროს საჩუქარი: ტექნოლოგიები, უფასო ონლაინ კურსები, საძიებო სისტემები, სტატიები, ვიდეო ლექციები, ფორუმები…. აუცილებლად გამოიყენე ტექნოლოგიები საკუთარი მიზნების მისაღწევად და არ მისცეთ ტექნოლოგიებს თქვენი გამოყენების უფლება!
ამ ნაბიჯების გადადგმის შემდეგ თქვენ შეიძლება მაინც ვერ მიაღწიოთ წარმატებას! წარმატების მიღწევა ბევრად უფრო რთულია!
სწორედ ამიტომ აუცილებლად გაითავისეთ რომ წარუმატებლობა ყოველთვის თანმდევია ან წინაპირობაა წარმატების!
წარუმატებლობა არ არის ცხოვრების დასასრული და შესაძლებელია ის შეგხვდეს ყოველი ამოცანის შემდეგ… ყველაზე მთავარია არ გაჩერდეთ!
ვუთხრათ ჩვენ თავს რომ ჩვენ შეგვიძლია!
კი თქვენ შეგიძლიათ!
დაიწყეთ ხელმეორედ!
დაიწყეთ იმდენჯერ, სანამ არ მიაღწევთ წარმატებას! წარმოიდგინეთ, რომ თითოეული თქვენი მცდელობა გაძლევთ ახალ უნარებს, თქვენ სწავლობთ და ვითარდებით.
შეხედეთ თქვენს მცდელობებს შემდეგნაირად:
გააკეთე! გაანალიზე! შეისწავლე! და დაიწყეთ ხელმეორედ!
ეს წრე არ მთავრდება და მეორდება მუდმივად! ეს განვითარების მუდმივად განმეორებადი საფეხურებია.
შრომისმოყვარეობა და რწმენა თქვენი თავის, აუცილებლად მიგიყვანთ წარმატებამდე!
გისურვებთ წარმატებას!