მამოტივირებელი ორშაბათი!

გეთანხმებით, ორშაბათი უდაოდ ცუდი დღეა კვირის სხვა დღეებთან შედარებით. იწყება 5 გადაბმული სამუშაო დღე, დილით ადრე ადგომა, ულევი ამოცანები, საქმეები გვიან საღამომდე… ალბათ ინდივიდუალურად ყველას კიდევ ბევრი სხვა ნეგატიური ფიქრები მოგდით ორშაბათთან დაკავშირებით…

თუმცა დავფიქრდეთ იმაზე რომ ორშაბათი ერთადერთი დღეა როდესაც ხვდებით განახლებული ენერგიით, თქვენ ორი დღე დაისვენეთ – ეს კი შესანიშნავი შესაძლებლობაა დაიწყოთ რამე ახალი, ან თუნდაც მთელი ენერგიით მიხედოთ არსებულო პროექტებს, ამოცანებს!

ეს თქვენი არჩევანია, მიყვეთ ათას ნეგატიურ ფიქრს და დაიწყოთ კვირა ყველაზე საშინელი დღით – ორშაბათით, ან მოერიოთ თავს და შეიქმნათ მამოტივირებელი ორშაბათი!

არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ მე გირჩევთ გაიგოთ რას ნიშნავს მამოტივირებელი ორშაბათი!

პირველ რიგში დაფიქრდით შემდეგ ფრაზებზე და მის სიღრმეებზე:

  1. “გააკეთე  ყოველ დღე შენთვის საშიში ერთი საქმე” – უცნობი
  2. “არ შეგეშინდეს დაანებო თავი კარგს, რომ მიიღო უკეთესი” – John D. Rockefeller
  3. “შენი თავისგან უნდა ელოდო საუკეთესო შედეგს, სანამ დაიწყებ კეთებას” – Michael Jordan
  4. “თუ ჯოჯოხეთში გიწევს გავლა, არ გაჩერდე” – Winston Churchill
  5. “შენი პრობლემა არ არის პრობლემა, პრობლემა არის შენი რეაქცია” – უცნობი

ხარ მოტივირებული? გირჩევთ კვირის განმავლობაში გაეცნოთ წარმატებული ადამიანებიის ფრაზებს და გაგვიზიარეთ კომენტარებში.

თუ გსურთ კვირა დაიწყოთ მოტივაციით აუცილებლად მოერიდეთ ნეგატიურ აზროვნებას:

გაიაზრეთ ბენეფიტები, რას მოგიტანთ რომ იყოთ პოზიტიურად მოაზროვნეები.

  • გაზრდილი ცხოვრების ხანგრძლივობა
  • დეპრესიის დაბალი შესაძლებლობა
  • უკეთესი მენტალური და ფიზიკური ყოფა
  • სტრესის დროს უნარების გამოვლინების მეტი შესაძლებლობა
  • მეტი ბუნებრივი შესაძლებლობები ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლა

აიღეთ პასუხიმგებლობა თქვენ პოზიციაზე, დამოკიდებულებებზე.

  • გახსოვდეთ თქვენ ყოველდღე მოგდით ათი ათასობით აზრი და უმეტესობა ნეგატიური, რასაც სჭირდება შეცვლა.

გააკეთე გეგმა ნეგატიური აზროვნების გასაჩერებლად.

  • იფიქრე იმაზე რა შეიგიძლია გააკეთო დღეს
  • არ მისცეთ სხვებს თქვენი გეგმების წაბილწვის საშუალება
  • იყავი პოზიტიური: შენ უნდა აკონტროლო შენი ცხოვრება და შენ მაღალ მატერიებზე ფიქრობ
  • შენი გეგმა უნდა იყოს მარტივი: დათქვი სიტყვა რომ შენ ჩაიწერ და განსაზღვრავ შენ ნეგატიურ ფიქრებს, აზრებს ყოველ დღე.
  • თუ გეგმებს მიყვები, დაინახავ რომ ნეგატიური აზროვნების განსაზღვრა და მართვა ადვილია.

გქონდეს წიგნაკი (დღიური, ბლოკნოტი) და ასახე შენი აზრები

  • ჩამოწერე 5 ყველაზე ნეგატიური და 5 ყველაზე პოზიტიური და გაიაზრე ისინი
  • განავითარე მანამდე სანამ მას გააჟღერებ ან გააკეთებ
  • წიგნაკის ქონა დაგეხმარება სტრესის დროს.

P.S. დაფიქრდით!

ბედნიერ და მამოტივირებელ ორშაბათს გისურვებთ!