სტუდენტური კლუბების სისტემა

პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო “სინერჯი ჯგუფს” გაწეული მხარდაჭერისთვის და სტუდენტური კლუბების სისტემის ანალიზისა და განვითარების მიმართულებით გაწეული საქმისთვის.

——-

წლებია აქტიურად მიმდინარეობს საუბარი და დებატები სტუდენტური ცხოვრების რეფორმაზე, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სტუდენტური თვითმმართველობების რეფორმას.

წარმოიდგინეთ 100 ათასობით ლარი, საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანი რესურსი, რომელიც დღეს სტუდენტების მცირე ჯგუფის ხელშია მოქცეული, გახდეს ყველასთვის ხელმისაწვდომი. იდეების კონკურსის და არა პიროვნებებს შორის ჯახის შედეგად მოხდეს მისი გადანაწილება…

მმმ…

  • რამდენი სტუდენტური კლუბი, საინიციატივო ჯგუფი ჩამოყალიბდება
  • რამდენი საინტერესო თემა, მიმართულება წამოიწევა წინ
  • რამდენი ინოვაციური იდეა
  • რამდენი ბიზნეს იდეა
  • რამდენი სოციალური თუ საზოგადოებრივი ინიციატივა
  • რამდენი საგანმანათლებლო აქტივობა…
  • რამდენი შესაძლებლობა გაჩნდება …

ეს უტოპია არ არის, 2010 წლიდან მსგავს სისტემას ვაშენებდით სტუდენტებთან ერთად საქართველოს უნივერსიტეტში და კლუბების სისტემამ ნამდვილად დაამტკიცია, რომ ის იმსახურებს მეტ ყურადრებას. წარმოგიდგენთ 1 წლის შედეგებს – ციფრებს რომელიც მეტს მეტყველებს:

1 წლის განმავლობაში – 2012 წლის სექტემბრიდან  2013 წლის Summer Fun-მდე (ივნისი):

  • 61 სტუდენტური კლუბი
  • განხორციელებული 206 აქტივობა
  • აქტივობებში ჩართული 17359 სტუდენტი (არაუნიკალური)
  • კლუბების მიერ დაიხარჯა 31185 ლარი
  • 1200 „აქტიური სტუდენტი“ 2500 სტუდენტიდან, რომელიც გაწევრიანდა კლუბში ან/და განახორციელა პროექტი

2014 წლის ბოლოს ცნობილი საკონსულტაციო ჯგუფი “სინერჯი ჯგუფი” დაინტერესდა კლუბების სისტემით და სრულიად უანგაროდ დაგვეხმარა სისტემის ანალიზში და განვითარების მოდელის შექმნაში.

რამოდენიმე თვიანი კვლევის და ანალიზის შედეგად მივიღეთ საკმაოდ საინტერესო დოკუმენტი, რომელიც ძირფესვიანად აღწერს თუ როგორი უნდა იყოს ბევრად უფრო ჩამოყალიბებული და სტრუქტურული კლუბების სისტემა.

ბევრი ინიციატივა დაინერგა და შეემატა არსებულ სტუდენტურ კლუბების სისტემას საქართველოს უნივერსიტეტში და ბევრი ცვლილებაც წინ არის.

იდეის აქტუალობიდან და სტუდენტების განვითარების მიმართულებით ამ სისტემის უდიდესი მნიშვნელობიდან გამომდინარე გადავწყვიტე “სინერჯი ჯგუფის” დახმარებით შექმნილი ეს უმნიშვნელოვანესი ნამუშევარი გავხადო საჯარო და გაგიზიაროთ სხვა დაინტერესებულ მხარეებსაც.

თუ თქვენ აპირებთ ამ სისტემის უნივერსიტეტში, სკოლაში ან თუნდაც სხვა მასშტაბებით დანერგვას (ქვეყანა, რეგიონი, ქალაქი, სოფელი, დაბა…) გეტყვით რომ დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით და თქვენთან ერთად გავივლი თითოეულ გვერდს და ჩავერთვები კონკრეტულ სამიზნე ჯგუფზე და საზოგადოების ინტერესებზე სისტემის მორგების საქმეში.

წარმოდგენილ სალაიდებში არ არის სინერჯი ჯგუფის მიერ შექმნილი პრეზენტაციის ბოლო ნაწილი, რომელიც მოიცავს 5 თვიან კონკრეტულ სამოქმედო გეგმას.

P.S. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო “სინერჯი ჯგუფს” გაწეული მხარდაჭერისთვის.

პროექტზე მუშაობდნენ: თამარ ჭითაშვილი და ნიკა ჯინჭარაძე.

მადლობა ეთუნა მუნჯიშვილს და პაპუნა ტოლიაშვილს.